ზუგდიდში სკოლის რეაბილიტაციისას მუშა დაშავდა
ზუგდიდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის მე -2 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას მუშა დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჯიხაშკარის სკოლაში მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
შს სამინისტროს ცნობით, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.