“სავარაუდოდ, ძმის პანაშვიდზე დაინფიცირდა” – ქუთაისში 30 წლამდე ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა
ქუთაისში კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. მას ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადება, დიაბეტი ჰქონდა.
ოჯახის ახლობლის გაცხადებით, მისი მდგომარეობა ბოლო დღეებში დამძიმდა.
“ერთი თვის წინ ძმა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაეღუპა. სავარაუდოდ, პანაშვიდებზე დაინფიცირდა. ბოლო დღეებში მაღალი ტემპერატირა ჰქონდა, სუნთქვა გაუძნელდა. შაქარმა მოიმატა, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს”,- ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი.