ქუთაისში კორონავირუსით 20-მდე სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა იზრდება. მეოთხე შერეულ პოლიკლინიკაში ოცამდე თანამშრომელი დაინფიცირდა. მათგან ნაწილმა ვირუსი უკვე დაამარცხა, რვა თანამშრონელი კი ამ დრომდე კლინიკებში რჩება. პოლიკლინიკის დორექტორის მოადგილის ბესიკ მანჯგალაძის ინფორმაციით, თანამშრომლების დაინფიციების წყარო უცნობია, მათი მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება პოლიკლონიკის მუშაობას, ის ამ დროისთვის შეუფერხებლად მუშაობს. პოლიკლინიკაში აცხადებენ, რომ ტესტებზე პრობლემა არ აქვთ და მოქალაქეებს რეგისტრაციის მიხედვით ემსახურებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები