“აქციებთან მიმართებით ვხედავთ ფაქტებს, რაც გვაძლევს მტკიცებულებით ფორმაში საუბრის უფლებას, რომ ეს ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი”
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აქციები ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი. ამის შესახებ ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“აქციებთან მიმართებით, ვხედავთ ფაქტებს და ეს გვაძლევს მეც და მაია ცქიტიშვილსაც იმის მტკიცებულებით ფორმაში საუბრის უფლებას, რომ ეს ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება. ჩვენ ვიცით არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსმა ქმედებებმა გამოიღო შედეგი და მოხდა ვირუსის გავრცელება. ძალიან ბევრს ქვეყანას, გაცილებით უფრო ძლიერს, ვიდრე საქართველოა, ჰქონდა პოსტ არჩევნების ეფექტი. ჩვენც გვაქვს ეს ეფექტი ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ტიკარაძემ.