სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 97 შემთხვევა გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ 97 პირი დაინფიცირდა.
ცნობისთვის, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა რეგიონში 1 828–მდე გაიზარდა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 504 შემთხვევა, აჭარა – 576, იმერეთი – 212, ქვემო ქართლი – 129, შიდა ქართლი – 101, გურია – 87, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 189, კახეთი – 116, მცხეთა-მთიანეთი – 105, სამცხე-ჯავახეთი – 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.