იმერეთში კოვიდინფიცირების 212 ახალი შემთხვევაა

ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 212 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ახალი ინფიცირებულები კოვიდ მიმღებ კლინიკებში გადაიყვანეს. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 81 პაციენტი გადის მკურნალობას. კლინიკაში, ამ დროისთვის, თავისუფალი ადგილი არ არის.”ბომონდის” კოვიდცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 135 პაციენტი მკურნალობს.
იმერეთის კოვიდ კლინიკებში ათასზე მეტი ინფიცირებულია, იზოლაციაშია 2 ათასამდე ადამიანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები