აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. შუახნის მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის ბოლო დღეების განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

იგი რესპუბლიკური საავადმყოფოს მოქმედი ექიმი იყო. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენო ჭელიძე კლინიკაში 20 ნოემბერს შეიყვანეს. მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

”ანამნეზი: კოვიდ 19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწ. უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, არტ. ჰიპერტენზია, გულის ქრ. უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი”, – ნათქვამია განცხადებაში.

საერთო ჯამში, აჭარაში covid-19-ით 4 ექიმი და 1 ექთანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები