წნორში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, სიხაშვილის ქუჩაზე ზედელაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, განადგურდა 150 კვ. მ-მდე ტერიტორია და შენობაში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები.

ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო – სამაშველო ბრიგადა.

რა გახდა აალების მიზეზი ამ ეტაპზე, უცნობია და გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები