კახეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთის რეგიონში კოვიდ 19- ის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2726- მდე გაიზარდა.

მუნიციპალიტეტების მიხედვით, ყველაზე მეტი 571 ინფიცირებული გურჯაანში ფიქსირდება. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს სტატისტიკა შემდეგნაირია, ახმეტაში -158, თელავში -790, ყვარელში -240, ლაგოდეხში – 297, სიღნაღში-179, დედოფლისწყაროში -234 და საგარეჯოში -257 ინფიცირებულია.

ამ ეტაპზე, რეგიონში 1907 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 1730 ბინაზე და 24 კოვიდ სასტუმროში გადის მკურნალობას.

თვითიზოლაციაში 2079 ადამიანი რჩება, რეგიონის მასშტაბით არსებულ საკარანტინო ზონაში კი 112 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები