კახეთში კორონავირუსით 65 წლის კაცი გარდაიცვალა
კახეთში, კოვიდ 19- ით კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 65 წლის კაცი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანიდან იყო და მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.
მედიკოსების განცხადებით, ინფიცირებულს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
კახეთის რეგიონში, ბოლო რამდენიმე კვირაში ვირუსით გარდაცვალების ეს მე- 20 შემთხვევაა.