“ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია”-განაცხადა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანემ პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ შეზღუდვებზე.
მისი თქმით, მრევლი რეგულაციებს იცავს და ტაძარში მისვლას ვერავის აუკრძალავენ.
“ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია, ეს უნდა გვესმოდეს, ღვთისკენ მიმავალ ადამიანს მე როგორ უნდა შევუშალო ხელი? გამორიცხულია. ნებაყოფლობითაა, ჩვენ ხომ არ ვაიძულებთ მოსვალს? რახან მოვიდა, მოვიდა, მე არ უნდა გავაგდო. პანდემია კი შემოვიდა ტაძარშიც, მაგრამ, ასევე ექიმებშიც არის, მთავარი ეპიდემიოლოგი ინფიცირებულია. გარანტირბული არავინაა, ადამიანები ვართ, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ განსაცდელი შეიძლება ყველა ადამიანს შეხვდეს, მაგრამ ამის შიშით, ცხოვრება არ გამოვა, იმედით და რწმებით უნდა ვიყოთ, თუ შეგვემთხვა განსაცდელი, მოთმინებით უნდა ვიყოთ. სამწუხაროდ, შედარებით ახალგაზრდა სასულიერო პირი გარდაიცვალა, მას დაავადებები ჰქონდა და რისკი იყო დიდი, მაგრამ ის ეკლესიაში არ დაინფიცირებულა. ეკლესიაში კი არ ინფიცირედება, არამედ ადანიანი ადამიანს გადასცემს, ეკლესიას ნუ დავაბრალებთ”, -განაცხადა მეუფე იოანემ.
მეუფე არჩევნების შედეგებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, არჩევნებს ქართველებთან ერთად უცხოელებიც ესწრებოდნენ და იმათმა უნდა თქვან, როგორ ჩატარდა. ასევე აცხადებს, რომ ხმებით თამაში ყოველთვის იყო. “არჩევნებს ქართველებთან ერთად უცხოელებიც ესწრებოდნენ და იმათმა უნდა თქვან როგორ ჩატარდა არჩევნები. მე ვიყავი არჩევნებზე და ხმა მივეცი. საერთოდ ერეკლედან დაწყებული, ვინც ათენში მამამთავარი იყო დემოკრატიის, ყოველთვის ხდებოდა თამაში ხმებით. მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს. ამერიკაში ტრამპიც იძახის გაყალბდაო, მაგრამ დაამტკიცოს”, -განაცხადა მეუფე იოანემ.