კახეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ19-ის 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
“დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 2 157 შემთხვევა, აჭარა – 417, იმერეთი – 537, ქვემო ქართლი – 190, შიდა ქართლი – 137, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 159, კახეთი – 140, მცხეთა-მთიანეთი – 89, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14”,- განაცხადა საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ.
ამ დროის მონაცემებით, კახეთის რეგიონში კოვიდ 19-ის გარდაცვალების 19 შემთხვევა ფიქსირდება.