ქსკ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებს გულშემატკივარმა საზეიმო დახვედრა მოუწყო

ქსკ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა, რუმინეთში, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, “ოლიმპია კლუჟი” მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მთავარ ბადეში მოხვდა.
ლანჩხუთელი ქალი ფეხბურთელები სამშობლოში ორი დღის წინ ჩამოფრინდენ, დღეს კი ისინი მშობლიურ გურიაში დაბრუნდნენ.
ადგილობრივმა გულშემატკივარმა ქსკ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებს საზეიმო დახვედრა მოუწყო. სოფელ ჯაპანაში ქალ ფეხბურთელებს ადგილობრივების კოლონა დახვდა და ქალაქის ცენტრამდე მიაცილეს, სადაც მათ უამრავ გულშემატკივართან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ელოდნენ.
„ძალიან ბედნიერები ვართ, გახარებულები ვართ, ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივრობისთვის. ვეცდებით კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ, გვიყვარხართ ყველა“, – ფეხბურთელი ნინი ჩხარტიშვილ.

„ჩემი კომენტარი სახეზეა, ეს ყველაფერი ჩვენმა გოგონებმა გააკეთეს და ისტორია დაიწერა. ყველას მინდა ჩავეხუტო, მოვეფერო, მაგრამ კოვიდიდან გამომდინარე, სასტიკად აკრძალული გვაქვს. ყველას გილოცავთ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ემოციებს ვერ ვმალავ. სიტყვები არ მყოფნის, ეს ჩვენ შევძელით, დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა ქსკ „ლანჩხუთის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩხაიძემ.

კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, ქსკ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებს, მაქსიმალურად შეზღუდული აქვთ კომუნიკაცია. რამდენიმე დღეში გაირკვევა, თუ ვისთან მოუწევთ თამაში შემდგომ ეტაპზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები