ბათუმი-თბილისის მატარებლის მგზავრებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ
გუშინ ღამით ბათუმის რკინიგზის სადგურიდან თბილისის მიმართულებით მატარებელი 25 წუთით ადრე გავიდა. მგზავრთა ნაწილმა დედაქალაქში გამგზავრება ვერ შეძლეს. მგზავრები ამბობენ რომ ახალი გრაფიკის შესახებ ისინი
პერსონალურად არავის გაუფრთხილებია.
”საქართველოს რკინიგზა” კი აცხადებს, რომ შეცვლილი გრაფიკის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ გვერდზე განათავსეს.
ასევე თქვეს, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ბილეთები რამდენიმე დღით ადრე ჰქონდათ შეძენილი, სავარაუდოდ, გაფრთხილებულები არ ყოფილან.
საქართველოს რკინიგზგზამ განცხადება 9 ნოემბერს გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ რკინიგზა ცვლის მატარებლების მოძრაობის გრაფიკს. ”მათ კი ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ” – წერია განცხადებაში.
ბოლო ინფორმაცია კი რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე 19 ნოემბერს არის გამოქვეყნებული, სადაც წერია, რომ ბათუმი-თბილისი სადგურიდან მატარებელი 20 ნოემბერს 15:00 საათზე გავა. რკინიგზა დღესაც ამ განრიგით იმუშავებს.