ქვემო ქართლში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 190 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ქვემო ქართლში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 190 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ცნობისთვის, მთლიანად ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 3958 შემთხვევა დაფიქსირდა და 36 პაციენტი გარდაიცვალა.