აჭარაში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინოსტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეგიონში 377 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში 1 048 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის მძიმეა 147 პირის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 60 ინფიცირებული.

კოვიდ-სასტუმროშია მოთავსებული 1 988 მოქალაქე. საკარანტინე სივრცეებში კი 1 062 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები