მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი სამბოში ბესო მიქელთაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

კორონავირუსს კიდევ ერთი ცნობილი ქუთაისელი შეეწირა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი სამბოში ბესო მიქელთაძე წუხელ გარდაიცვალა. მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა, თანმხლები დაავადებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფაქტის შესახებ მისი ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ და მწუხარებას გამოთქვამენ.

ცნობისთვის, 24 საათის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები