კლინიკა “ბომონდის” კოვიდცენტრში ერთ ღამეში 5 ახალშობილი დაიბადა

ქუთაისში,“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში გასული 24 საათის განმავლობაში 5 ახალშობილი დაიბადა. ჩვილები კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში მოთავსებულმა ინფიცირებულმა ორსულებმა გააჩინეს.
განყოფილებაში 6 ორსულის და მელოგინის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. იმ შემთხვევაში, თუ მათთვის ჩატარებული ლაბორატორიული კვლევა ვირუსის არსებობას არ დაადასტურებს, ორსულები და მელოგინეები კოვიდცენტრს დატოვებენ.
“5 სამეანო შემთხვევა გვქონდა და ყველა შემთხვევა კარგად დასრულდა. ამ დროისთვის კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს 40 ორსული გადის. მათი ჯანმრთელობის ზოგადო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”,- ამბობს “ ბომონდი”-ს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი გიორგი სხილაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები