ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ გადაიყვანა. მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. შემთხვევა ერთი საათის წინ თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, ავტომობილები ტერიტორიაზე გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდნენ.