ცაგერის სოფელ ორბელში 2 საცხოვრებელი სახლი დაიწვა

„ გვიან ღამით ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში 2 საცხოვრებელი სახლი დაიწვა, ცეცხლი ეკიდა მესამე საცხოვრებელ სახლსაც, რომლის გადარჩენა მეხანძრეებმა შეძლეს“-ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ცაგერის სამაშველო სამსახურში განუცხადეს.
როგორც ადგილობრივი სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გაგა ბერიძე განმარტავს, ინფორმაცია სამაშველო-სახანძრო სამსახურში გამთენიისას , ოთხის ნახევარზე შევიდა, მეხანძრეები შემთხვევის ადგილას ინფორმაციის მიღებისთანავე გავიდნენ, ცეცხლი ორბელში მაცხოვრებელ დათო სილაგაძის საცხოვრებელ სახლს ეკიდა , ქარის გამო ხანძარი სრაფად ვრცელდებოდა და იქვე ახლო მდებარე გვანცა სილაგაძის საცხორვებელ სახლსაც მოედო.გატარებული სახანძრო ოპერატიული მოქმედებების მიუხედავად,სახლების გადარჩენა ვერ მოხერხდა.-„ ცეცხლი იქვე ახლო მდებარე მესამე სახლსაც ეკიდა, მისი გადარჩენა ჩვენს მიერ გატარებული სამაშველო ქმედებებით შესაძლებელი გახდა“,-განაცხადა გაგა ბერიძემ.
მეხანძრეების მიერ გატარებული ოპერატიული ქმედებების შედეგად გადარჩენილია სახლებში მაცხოვრებელი ადამიანები,დაწვას გადაურჩა მესამე საცხოვრებელი სახლიც. მსხვერპლი არ არის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები