ახმეტაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ხანძარის შედეგად ორსართულიანი სახლი დაიწვა. როგორც “რეგიონულ კვირას” სოფლის რწმუნებულმა განუცხადა, სახლში პაპა და შვილიშვილი ცხოვრობდნენ და სრულად განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები.

დავით მეზვრიშვილის თქმით, Ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ზარალს დაითვლის და კანონის შესაბამისად ოჯახს შესაბამისი დახმარება გაეწევა.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის აალების მიზეზი სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები