კახეთში მე-10 მაჟორიტარული ოლქის 150 უბნის მონაცემები სრულადაა დათვლილი

კახეთში, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში არსებულ 150 საარჩევნო უბანზე დათვლილი ხმების რაოდენობით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ხმების 88,83% მიიღო, ხოლო ხმების 11,17 %“ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბოტკოველმა მოიპოვა. ინფორმაცია ამის შესახებ თელავის #17 საარჩევნო ოლქის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა. რევაზ გაიპარაშვილის განცხადებით, მე-10 მაჟორიტარულ ოლქში, საჩივრები მხოლოდ ლაგოდეხის # 15 საარჩევნო უბანზე დაიწერა.
„ საჩივრები თელავის ოლქში შემოსული არ არის, შესული მხოლოდ ლაგოდეხის #15 საარჩევნო ოლქში 2 საჩივარი კაბლის საარჩევნო უბნებიდან. აქედან 1 ამომრჩეველი ცდილობდა მარკირების გარეშე შესვლას და კომისიამ არ მისცა საშუალება რეგისტრატორთან მარკირების გარეშე მისულიყო, ხოლო მეორე საჩივარი, კომისიის მხრიდან აგიტაციის გაწევისთვის, ეს საჩივარი კი ჯერ განხილვის პროცესშია“,- განაცხადა რევაზ გაიპარაშვილმა.
თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში მონაწილეობა ამომრჩეველთა 31% – მა მიიღო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები