ცაგერში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 4-ით გაიზარდა

„ ცაგერის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევები ოთხით გაიზარდა“-ამის შესახებ რეგიონულ კვირას ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა განუცხადა. სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით დადასტურებული შემთხვევიდან 2 თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ახალი დადასტურებული შემთხვევების შესაძლო კონტაქტების მოძიება უკვე დაწყებულია.-„მუშაობა გაგვიადვილა იმან, რომ უკვე შესაძლებელი გახდა ადგილზე სწრაფი ტესტების ჩატარება, რაც შესაძლებლობას იძლევა, ოპერატიულად გამოვავლინოთ შემთხვევები და სწრაფად ვიმოქმედოთ“-განაცხადა სამსახურის ხელმძღვანელმა.
ცაგერში თვითიზოლაციაში 300-მდე ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები