ირაკლი ქადაგიშვილი: პრიორიტეტი იქნება თვითმართველობის, რეგიონალიზმის, ეკონომიკის და ტურიზმის განვითარება

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს, “ქართული ოცნების” კანდიდატი ახმეტა -თელავი ყვარელის- ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში. ირაკლი ქადგაშვილმა ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხა. მისი თქმით, საარჩევნო პროცესმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქვეყანა დემოკრატიული გზით მიდის.
ქადაგიშვილის განმარტებით, მისი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტი იქნება თვითმართველობის, რეგიონალიზმის, ეკონომიკის და ტურიზმის განვითარება.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა მიიღო ხმათა 11% ხოლო ქართული ოცნების კანდიდატმა 88 %.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები