სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდ-19-ის 389 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 64 პირი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი კვლავ მაღალია, გასული 24 საათის მონაცემით ვირუსი 389 ადამიანს დაუდასტურდა.
რაც შეეხება საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოს, კლინიკაში მკურნალობის კურსს 153 კოვიდ პაციენტი გადის, მათ შორის 73 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა, ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 11 მძიმე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 64 პირი.
რაც შეეხება რეგიონის მასშტაბით არსებულ საკარანტინე სივრცეებს, კარანტინში სულ 162 ადამიანი იმყოფება.