სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით 44 პირი დაინფიცირდა
ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი 44 პირს დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით სულ 104 732 პირი დაინფიცირდა, მათგან 85 639 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 976.
“დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 048 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 602 შემთხვევა, აჭარა – 447, იმერეთი – 772, ქვემო ქართლი – 223, შიდა ქართლი – 241, გურია – 114, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 389, კახეთი – 164, მცხეთა-მთიანეთი – 48, სამცხე-ჯავახეთი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4”, – აცხადებენ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულ საოპერაციო შტაბში.