ნინო ლაცაბიძე: მადლობა თითოეულ ამომრჩეველს იმისათვის რო გააკეტეს ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი არჩევანი

რუსთავში, არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ გაიმარჯვა.

როგორც “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას ნინო ლაცაბიძემ განაცხადა მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

“საკმაოდ მაღალი აქტივობა იყო ჩვენს ოლქში რუსთავსა და გარდაბანში, საკუთარი ხმა დააფიქსირა 41 ათასმა ამომრჩეველმა და აქედან 35 ათასი ჩვენი მხარდამჭერია. ჩვენ საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება გვქონდა პირველ ტურშიც და მეორე ტურშიც საკმაოდ დამაჯერებლად მივოყვანეთ ჩვენი საქმე ბოლომდე. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო იმისათვის რომ გააკეთეს ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი არჩევანი”, – გვითხრა ნინო ლაცაბიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები