ზაზა ლომინაძემ ამომრჩეველთა ხმების 91.92% მიიღო

ქუთაისში მეორე ტურის შედეგები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ 91,92% (29867ამომრჩეველი) აიღო, ნაციონალური მოძრაობიდან გრიგოლ ვაშაძემ კი 8,08 % (2627 ამომრჩეველი). რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, ქართული ოცნებიდან იოსებ ხახალეიშვილმა 92% (29914 ამომრჩეველი) მიიღო, ნაციონალური მოძრაობიდან გრიგოლ შუშანიამ 8%, (2590 ამომრჩეველი) მიიღო. სულ არჩევნებში მონაწილეობა 33823 მოქალაქემ მიიღო , რაც საერთო რაოდენობის21,85%. საოლქო კომისიაში ხუთი საჩივარი დაიწერა საიას მიერ და ყველა პროცედურული ხასიათისაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები