ბათუმში, N79 საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. ისინი”ნაცმოძრაობსთან” აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაცია,,ალტერნატივას” წევრები არიან. საარჩევნო კომისიის შენობასთან ,,ალტერნატივას“ წევრებმა სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს და საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი.
“აქციის მონაწილეებს არაერთხელ მიეცათ რეკომენდაცია დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და დისტანცია, არაერთი მოთხოვნისა და გაფრთხილებისა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და მოგვიხდა მათი დაკავება”, – განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა. შეგახსენებთ რომ არჩევნების მეორე ტურისთვის ოპოზიცია ერთხმად შეთანხმდა იმაზე რომ, საოლქო საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორები არ მოეწყობოდა და არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ექნებოდა.