,,მინდა მივულოცო ბატონ ირაკლი ქადაგიშვილს საქართველოს პარლამენტის წევრობა”,- ამის შესახებ თელავის ,,ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პლატონ კალმახელიძე ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერებს გამარჯვებას ულოცავს და აცხადებს,
რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობდა.
,,პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, რომელმაც მიუხედავად ამინდის და ეპიდემიური ვითარებისა, მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და დაგვიჭირა მხარი. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს აქტივისტ წევრს, აგიტატორს თუ ყველა ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ჩვენს გამარჯვებაში. ჩვენ ეჭვი არ გვეპარებოდა იმაში, რომ დავდებდით მაგარ შედეგს.
იმიტომ, რომ პირველ ტურშიც მივაღწიეთ დამაჯერებელ გამარჯვებას, მაგრამ არ გვეყო შედეგი 50%-იანი ბარიერის გადასალახად.
საარჩევნო უბნები გაიხსნა ჩვეულებრივ 08:00 საათზე, ყველა წესის დაცვით, ექსცესების გარეშე და ყველა რეგულაციის გათვალისწინებით. გამჭვირვალედ, დემოკრატიულად ჩაიარა ამ პროცესმა.
ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რასაც ველოდით.
მინდა მივულოცო ბატონ ირაკლი ქადაგიშვილს საქართველოს პარლამენტის წევრობა”,-განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.