ირაკლი ქადაგიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 88.65% მიიღო

თელავში #17 საარჩევნო ოლქის 54-ვე უბანი 20:00 საათზე დაიხურა. #17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, #17 თელავის საარჩევნო ოლქში 56 000 ამომრჩეველი გამოცხადდა.
აქედან მონაწილეობა მიიღო 17 529 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 31%-ს შეადგენს.

როგორც რევაზ გაიპარაშვილმა განაცხადა, მთელი დღის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესი ექსცესების და დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა.

“არჩევნები ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, არანაირი საჩივარი არც უბანზე, არც ოლქში დაფიქსირებული არ არის, არ არსებობს ტექნიკური სახის დარღვევა. ყველა ოქმი დაბალანსებულია.
არც ერთ ოქმს არ ახლავს შესწორების ოქმი. გამოცხადდა 56 000 ამომრჩეველი #17 თელავის საარჩევნო ოლქში. აქედან მონაწილეობა მიიღო 17 529 ამომრჩეველმა, რაც გახლავთ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 31% .
აქედან ხმები ასე გადანაწილდა:
ოპოზიციურმა პარტია ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო 1901 ხმა, ეს გახლავთ 11.35% , ხოლო ,,ქართულმა ოცნებამ” – 14 833 ხმა, ეს გახლავთ 88.65%.

ამით თელავის #17 საარჩევნო ოლქში დამთავრებულია”,- განაცხადა რევაზ გაიპარაშვილმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები