N20 საარჩევნო ოლქში 30 უბნის მონაცემებით ნინო ლაცაბიძე ლიდერობს
N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის ოცდაათი უბნის მონაცემებია დათვლილი.
30 უბნის შედეგების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნება” დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს. კანდიდატმა ოცდაათ უბანზე მისული 7 722 ამომრჩევლიდან, 6 222 ხმა მიიღო, რაც ხმების საერთო რაოდენობის 86,7%-ს შეადგენს.
რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს”, დავით კირკიტაძემ ოცდაათ უბანზე ხმების 13,3% მიიღო, რაც 953 ამომრჩეველს უდრის.