ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დარეჯან დევიძის გარდაცვალების გამო

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს “ჯეო ჰოსპიტალსის” ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მაღალკვალიფიციური ექიმის, დარეჯან დევიძის გარდაცვალების გამო.

“ექიმი,რომელიც პანდემიის დროს თავდაუზოგავად იბრძოდა ადამიანების გადასარჩენად,სამწუხაროდ, თავად ემსხვერპლა ვერაგ ვირუსს.
ქედს ვიხრით ექიმ დარეჯან დევიძის ხსოვნის წინაშე!
ასეთ უშიშარ,მებრძოლ გმირებზე იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა!

იმედია, პანდემია მალე ჩაივლის და ადგილობრივი
ხელისუფლება შეძლებს სათანადო პატივი მიაგოს ბრძოლის ველზე დაღუპილი გმირი ექიმის ხსოვნას”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები