ჭიათურაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა
ჭიათურაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. გარდაცვლილი მედიკოსი “ჯეო ჰოსპიტალსის” ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში მუშაობდა.
ექიმი თვეების განმავლობაში თავად იბრძოდა კორონავირუსის წინააღმდეგ. კლინიკის დირექტორის დავით ბიწაძის ინფორნაციით, ექიმს კორონავირუსი ორი კვირის წინ აღმოაჩნდა. გარდაცვლილს თანმდევი დაავადებები, მათ შორის დიაბეტი აღენიშნებოდა, რამაც მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.