ზუსტად 20:00 საათზე ბათუმის ყველა უბანი დაიხურა. სულ ბათუმის საარჩევნო ოლქში 120 უბანი იყო გახსნილი, მათგან 16 იყო კოვიდ უბანი.
როგორც ბათუმის საოლქო საარჩევნო კომოსიის თავმჯდომარე ,,რეგიონულ კვირასთან” საუბრისას აღნიშნავს, აქტივობა 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებით დაბალი იყო.
,,მინდა ავღნიშნო, რომ არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია უბნებზე. უკვე საოლქო კომოსიებში მიმდინარეობს ხმების დათვლა. წინა არჩევნებზე მეტი აქტივობა იყო ვიდრე მეორე ტურში. თუმცა ეს ახასიათებს მეორე ტურის არჩევნებს”,-განაცხადა ციალა შავაძემ.
მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულთა ვინაობა უახლოეს ერთ საათში გახდება ცნობილი.