ბათუმში მოძრაობა ,,იმოქმედეს” წევრსა და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს შორის დაპირისპირება მოხდა
ბათუმში მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მუნიციპალური ავტობუსის მოსაცდელზე ახალგაზრდული მოძრაობა ,,იმოქმედეს” წევრებმა სტიკერები გააკრეს, წარწერით ,,არ წახვიდე გაყალბებულ არჩევნებზე”. ადგილზე მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომელმაც ახალგაზრდებს ჯარიმის ოქმი გამოუწერა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ისინი სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ. დეტალების გასარკვევად ახალგაზდებს პოლიცია ბათუმის სამმართველოში გამოკითხვაზე გადაიყვანს.