რუსთავსა და გარდაბნის 10 თემში 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიკეტა
რუსთავსა და გარდაბნის 10 თემში 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიკეტა და ხმის დათვლის პროცესი დაიწყო.
კომისიის წევრებმა წილისყრის შედეგად დაადგინეს მთვლელების ვინაობა, რის შემდეგაც დაიწყება ხმების დათვლა.
ცნობისთვის,17:00 საათის მონაცემებით, რუსთავი-გარდაბნის სამაჟორიტარო ოლქში არჩევნების მეორე ტურში 31 522 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა 22% შეადგენს.