სოფელ აფენში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში ავარიის შედეგად ქვეითად მოსიარულე დაიღუპა.

თვითმხილველების ინფორმაციით, FORD TRANSIT- ის მძღოლი ლაგოდეხი- გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ახლაგაზრდა კაცი მიღებული ტრამვების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები