ქუთაისში კორონავირუსით სასულიერო პირი გარდაიცვალა

ქუთაისში, კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი, გოგნის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი შიო სინატაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ,
გელათის სასულიერო აკადემიის და სემინარიის პრორექტორის თანაშემწემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა განაცხადა. როგორც მან “რეგიონულ კვირასთან” საუბარში აღნიშნა, მამა შიოს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.
“ჩემი ინფორმაციით, მამაოს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადება – დიაბეტი აწუხებდა, რის გამოც მისი მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა გადარჩენა ვეღარ შეძლეს”,- აღნᲘსნა ბᲝჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, 20 ნოემბერს ახალმა კორონავირუსმა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე იმსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები