ხელვაჩაურში საარჩევნო უბნის მიმდებარედ ამომრჩეველი გარდაიცვალა
ხელვაჩაურში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩეველი გარდაიცვალა. ის ხმას #41 საარჩევნო უბანზე, სოფელ ჩიქუნეთში აძლევდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
ამ დროისთვის უცნობია სიკვდილის გამომწვევი მიზეზები. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ 60 წლის კაცი მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.