15:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის #27-ე მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლის აქტივობა 18, 48%-ია

15:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის #27-ე მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლის აქტივობა 18, 48%-ია. საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, ამ დროისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 22 226 მოქალაქემ. მისივე თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ექსცესებს ადგილი არ ქონია.

რაც შეეხება საჩივრებს, მესხი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი და ისიც პროცედურულ გადაცდომას ეხება.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდში ამ დროისთვის პირველ ტურში ამომრჩევლების აქტივობა 32, 84%-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 15:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 40 000 მოქალაქეს ჰქონდა გაკეთებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები