“კლინიკა ბომონდში” კორონავორუსით ინფიცირებულ 4 ჩვილს მკურნალობენ
კლინიკა “ბომონდის” ნეონატოლოგიურ განყოფილებაშჯ კოვიდდადებითი 4 ჩვილი გადის მკურნალობის კურსს.
მათგან ყველაზე პატარა 9 დღის, ხოლო ყველაზე დიდი ერთი თვის ასაკის არის. მკურნალი ექიმის ნათია ხაჩიძის განცხადებით, ჩვილების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“მათგან არც ერთი არ არის ჟანგბადდამოკიდებული. ველოდებით 2 ჩვილის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს”,-ამბობს ნათია ხაჩიძე.
კოვიდდადებითი 40 ორსული და მელოგინეა მოთავსებული კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში. თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“განყოფილებაში ისევ მატება გვაქვს. თერჯოლის მკვიდრ კოვიდინფიცირებულ ორსულს ფიზიოლოგიური მშობიარობის გზით შეეძინა ჯანმრთელი, მამრობითი სქესის ნაყოფი. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. ორსულებთან და მელოგინეებთან ერთად, განყოფილებაში 7 ახალშობილი გვყავს”, -ამბობს “ ბომონდი”-ს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი გიორგი სხილაძე.