მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა მცდელობა მოსყიდვის და ე.წ. კარუსელის იმიტაცია შეექმნათ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა მცდელობა მოსყიდვის და ე.წ. კარუსელის იმიტაცია შეექმნათ საარჩევნო უბნებთან.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის პროვოკაციებს და გართულებებს არ ელოდება.

„ზოგადად, ისეთი ფონია შექმნილი, პროვოკაციებს და გართულებებს არ ველოდები. შემიძლია გაგიზიაროთ ერთი-ორი ინფორმაცია, რომელიც გუშინ, გვიან ღამით გახდა ჩვენთვის ცნობილი. ჟონავს ინფორმაციები განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბებიდან. საუბარია ზუგდიდზე და აჭარაზე, ერთგან იყო მცდელობა, რომ დაემონტაჟებინათ კამერა და შემდეგ შორი რაკურსით გადაეღოთ 2-3 ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ფულს გადასცემენ და შეექმნათ ფონი, თითქოს მოსყიდვას ჰქონდა ადგილი, თუმცა, ცდილობდნენ ისეთი რაკურსი აეღოთ, რომ ამ ადამიანების გარჩევა შეუძლებელი ყოფილიყო.

მეორე მცდელობა იყო, ერთი და იგივე ადამიანი შეეყვანათ უბანზე და ე.წ. კარუსელის იმიტაცია შეექმნათ, ჯერჯერობით ამ მომენტისთვის არ მაქვს ინფორმაცია მსგავსი რამ ფიქსირდებოდეს. როგორც ჩანს, ამაზეც უარი თქვეს. დაველოდოთ, დღის განმავლობაში არაფერია გამორიცხული. მიუხედავად ამ მცდელობისა, კიდევ ერთი ტური იქნება დემოკრატიის მაღალი ხარისხით ჩატარებული. რაც არ უნდა მოიგონონ გაყალბების კონკრეტული მაგალითები და მოატყუონ საზოგადოება, რომ ოქმია გაყალბებული ბალანსი არ ჯდება და შემდეგ დამალონ მეორე შესწორების ოქმი, რომელიც ცხადყოფს რა ხდებოდა სინამდვილეში, ამის მიუხედავად საზოგადოება ყველაფერს კარგად არჩევს“,-განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები