შატილში საარჩვნო უბანი ამ დრომდე ვერ იხსნება

შატილში საარჩვნო უბანი ამ დრომდე ვერ იხსნება, – ამის შესახებ დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

შატილში საარჩევნო უბანი დღეს უამინდობის გამო ვერ გაიხსნა. კერძოდ, ცესკოს განცხადებით, ვერტმფრენმა უამინდობის გამო კომისიის წევრები ადგილზე ვერ გადაიყვანა.

ბოლო მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ამ დროისთვის უკვე ხმა მისცა ამომრჩეველთა 8.29%-მა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთში, 21-ე მაჟორიტარულ ოლქში – 11.4%, ხოლო ყველაზე დაბალი საბურთალოს ოლქში – 6.2%.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,18%; „ევროპული საქართველო“ – 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები