იოსებ ხახალეიშვილი: არჩევანი გავაკეთეთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული განვითარების და სტაბილურობისთვის

საკუთარი არჩევანი შვილთან ერთად დააფიქსირა “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა. მისი თქმით, ხმა მისცა ქვეყნის განვითარებას და დარწმუნებულია, რომ მთელი საქართველო ღორსეულ არჩევანს გააკეთებს.

“არჩევანი გავაკეთეთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული განვითარების და სტაბილურობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისი და მთელი საქართველო ღირსეულ არჩევანს გააკეთებს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ვიზრუნოთ ქვეყნის მომავალსა და განვითარებაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, ვინც მოვიდა ორივე ტურში. ჩვენ ერთიანი ძალებით მზად ვართ, ვიბრძოლოთ ქალაქის განვითარებისთვის”,-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ოპონენტების ბოიკოტზე და განაცხადა, რომ ბოიკოტი მეორე ტურში ოპოზიციის მუშაობის სტილია .

“ეს მათი გადაწყვეტილებაა და შეიძლება ითქვას, რომ ბოიკოტი მათი სტილია მეორე ტურში მუშაობის. ჩვენ ღორსეულად გავიარეთ ორივე ტური და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მხარდამჭერები დაგვიჭერენ მხარს, მათ ამომრჩევლები კი ალბათ, პასუხს აგებინებენ”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები