12 საათის მონაცემებით, ზუგდიდში არჩევნების მეორე ტურში 12 830-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა
12:00 საათისთვის, ზუგდიდის #27-ე მაჟორიტარულ ოლქში 12 830-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც 10,67%-ია, – განუცხადა ჟურნალისტებს ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
მირანდა მესხის თქმით, ეს მონაცემი პირველ ტურში, იგივე პერიოდისთვის დაფიქსირებულ აქტივობაზე ნაკლებია. 31 ოქტომბერს, 12:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 16,58%-მა გააკეთა.
“არ არის მეორე ტურისთვის მაინცდამაინც დაბალი აქტივობა”, – აღნიშნა ოლქის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ახალი საჩივარი არ დაწერილა, კვლავ ერთი საჩივარი ფიქსირდება ამ დროისთვის.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ორ კოვიდ უბანზე სულ რეგისტრირებულია 436 ამომრჩეველი