შალვა კერესელიძე: მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოს
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ყაზბეგის, დუშეთის, მცხეთისა და თიანეთის საარჩევნო ოლქში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ. კანდიდატმა ხმა დუშეთის ნომერ მეორე სარჩევნო უბანზე მისცა. მისი განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის პროცესი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს.
“საარჩევნო პროცესი თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს. მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა, ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს, საკუთარი არჩევანი გააკეთოს უსაფრთხო გარემოში. ამისთვის ყველა ზომაა მიღებული საარჩევნო უბნებზე. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამეტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოს, სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლებისა და ღირსების ფასი. მე ხმა მივეცი ქვეყნის აღმშენებლობას, განვითერებასა და მშვიდ ქვეყანაში ცხოვრებას”, -განაცხადა კერესელიძემ.