არჩილ ჩიქოვანი: მე დღეს მხარი ქვეყნის სტაბილურობას დავუჭირე

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა, საკუთარი არჩევანი ბათუმის 52- ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. მისი განცხადებით, მხარი დაუჭირა ქვეყნის სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ მომავალს.

„მე დღეს გავაკეთე არჩევანი ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის წარმატებული მომავლისთვის. ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ არჩევანსა და დემოკრატიულ ფასეულობებს. იმედს ვიტოვებ, რომ მშვიდ გარემოში ჩაივლის საარჩევნო პროცესები და ქართველი ხალხი იზეიმებს საბოლოო გამარჯვებას”,-განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები