მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მხარის მშვიდ განვითარებას

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა მცხეთა- მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მაცაცო (მანანა) ნარიმანიძემ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ხმა დუშეთის მუნიციპალიტეტის ნომერ მეორე საარჩევნო უბანზე მისცა და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.
„პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, აუცილებლად მოდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი. გარწმუნებთ, რომ საარჩევნო უბნებზე კორონავირუსთან დაკავშირებით უსაფრთხოების ყველა წესი დაცულია და ხმის მიცემას უსაფრთხო გარემოში შეძლებთ.
რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მხარის მშვიდ განვითარებას, ქართველი ხალხის 31 ოქტომბერს გაკეთებული არჩევანის გამყარებას, აღმშენებლობის გაგრძელებასა და მშვიდობის უზრუნველყოფას. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს“,-განაცხადა მაცაცო(მანანა)ნარიომანიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები