ირაკლი ტაბაღუა: მე ხმა მივეცი მშვიდობას და სტაბილურობას

რუსთავის მერმა პირველ საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

“მინდა მოგილოცოთ პირველ რიგში მთავარანგელოზობა. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ პირველ რიგში ჩვენს ამომრჩევლებს, იცით რომ 60 ათას ამომრჩევლამდე იყო პირველ ტურში მხოლოდ რუსთავში და 80 ათასამდე მეთორმეტე სამაჟორიტარო ოლქში და ის კონსტიტუცია და უფლება ყველა მოქალაქემ უნდა გამოიყენოს და დააფიქსიროს საკუთარი ხმა. მე ხმა მივეცი მშვიდობას და სტაბილურობას”, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები